ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲤᲐᲡᲓᲐᲙᲚᲔᲑᲔᲑᲘ?
დიახ! 2-დან 6 ბოთლამდე შეკვეთისას ავტომატურად მოქმედებს 5%-დან 10%-მდე ფასდაკლება. შედარებით დიდი შეკვეთებისთვის და განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის (ქორწილები, კორპორაციული შეკრებები, დღესასწაულები), ხელმისაწვდომია ინდივიდუალური საფასო პირობები — პერსონალური შეთავაზების მისაღებად დაუკავშირდი ჩვენს გუნდს ელ. ფოსტის მისამართზე info@rds.ge ან მოგვწერე WhatsApp-ის საშუალებით ნომერზე 590909300
გაითვალისწინეთ: ფასდაკლების შეთავაზება არ ვრცელდება მზა კოქტეილებზე.
ᲠᲝᲓᲘᲡ ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲑ ᲩᲔᲛᲡ ᲨᲔᲙᲕᲔᲗᲐᲡ ᲓᲐ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲐ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲐᲡᲣᲠᲘ?
• იმავე დღეს მიწოდება: უფასო (შეუკვეთე 3 საათამდე)
• მომდევნო დღეს მიწოდება: უფასო
• ადგილიდან გატანა: უფასო — ვაჟა-ფშაველას გამზირი N45, თბილისი (შეკვეთიდან 4 საათში)
• საქართველოს მასშტაბით მიწოდება: საფასური და მიწოდების დრო დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე
გაითვალისწინეთ: მზა კოქტეილების უფასო მიწოდების სერვისით ისარგებლებ 18 ან მეტი ერთეულის შეძენის შემთხვევაში.
ᲠᲐᲛᲓᲔᲜ ᲮᲐᲜᲡ ᲘᲜᲐᲮᲔᲑᲐ ᲜᲔᲢᲐᲠᲘᲡ ᲙᲝᲥᲢᲔᲘᲚᲔᲑᲘ?
გაუხსნელ მდგომარეობაში, ჩვენი მაღალალკოჰოლური მზა კოქტეილები ვარგისია განუსაზღვრელი ვადით. გახსნის შემდეგ შეინახე მაცივარში და საუკეთესო გემოსა და არომატის შესანარჩუნებლად, მიირთვი ერთი თვის განმავლობაში.
ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡ ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲛᲔᲗᲝᲓᲔᲑᲘᲐ ᲮᲔᲚᲛᲘᲡᲐᲬᲕᲓᲝᲛᲘ?
ჩვენ გვემსახურება Visa, Mastercard, American Express და Apple Pay, ასევე ვიღებთ პირდაპირ საბანკო გადარიცხვებს.
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲐ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲐ?
დიახ! ჩვენი გადახდის სისტემა სრულად დაცული და დაშიფრულია, რათა ყოველთვის დაიცვას შენი პირადი და საბანკო მონაცემები.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲘᲠᲓᲔ ᲐᲜ ᲒᲐᲕᲘᲐᲠᲝ ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐ?
დააჭირე ანგარიშის იკონას ზედა მარჯვენა კუთხეში და ჩაწერე პირადი ელ. ფოსტა. მისამართზე მიიღებ 6-ნიშნა დადასტურების კოდს, რომლითაც უსაფრთხოდ შეხვალ სისტემაში, პაროლის გარეშე. ახალი ანგარიში ავტომატურად დარეგისტრირდება პირველივე შესვლისას.
ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲨᲔᲙᲕᲔᲗᲘᲡ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲐ ᲐᲜ ᲨᲔᲪᲕᲚᲐ?
ჩვენს ვებ-გვერდზე მოქმედი პროცედურების გამო, ჩვენ ვერ გაძლევთ დასრულებული შეკვეთის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის გარანტიას, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია ცვლილებების იმ შეკვეთებში შეტანა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ან გაგზავნილი. თუ თქვენი შეკვეთა უკვე დადასტურდა ან გაიგზავნა, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ დაბრუნების პროცედურაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასდაკლებაში არსებული (Sale-ით მონიშნული) ნივთების უკან დაბრუნება არ მოხდება. შეკვეთის გაუქმების ან მასში ცვლილების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდი შემდეგ მისამართზე info@rds.ge
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲒᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲔᲗ?
შეგიძლია დაგვიკავშირდე ელ. ფოსტის მისამართზე info@rds.ge ან მოგვწერო Whatsapp-ის საშუალებით ნომერზე 590909300